წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა
წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.