“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს განათლების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფორმატში განათლების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ.
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს კვლავ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ბიუროს შესაბამისი განცხადებით მიმართეს, რომ ისინი რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.
შეგახენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე მინისტრების მოსმენის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, დღეს 2019 წლის საშემოდგომო სესია დაიხურება.