კახა კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა, სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება.

„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის ლუკა სირაძე სიცოცხლე თვითმკვლელობით, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემისა პოლიციის ზეწოლის გამო დაასრულა. გამოძიება მოზარდს “მწვანე სკოლის” კედელზე წარწერის – “ამ ცხოვრების დედაც” გაკეთებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები