ხულოში 3 ოჯახი მერიისგან საცხოვრებელი ფართის გარდა, მიწის დაკანონებას ითხოვს
ხულოში მცხოვრები სამი ოჯახი მეექვსე დღეა მუნიციპალიტეტის მისაღებში პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებს. ისინი მერიის მიერ მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელში გადასვლას არ თანხმდებიან. საქმე იმაშია, რომ 11 ოჯახი ხულოში, წლების განმავლობაში ყოფილი სასამართლოს შენობაში ცხოვრობდნენ. მერიამ თითოეული ოჯახისთვის 50 კვადრატული საცხოვრებელი ფართი შეიძინა, რაც მათ ამჟამინდელ საცხოვრებლებს სამჯერ აღემატება. 8 ოჯახი ხულოს მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო სამი ოჯახი საცხოვრებელი ფართის გარდა მერიისგან დამატებით მიწის დაკანონებას მოითხოვს. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი რამაზ ჯინჭარაძე გაესაუბრა.
,,ის შენობა რომელშიც 11 ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მათთვის საცხოვრებელი ფართები შეეძინა, თითოეულისთვის გამოყოფილია 50 კვადრატული საცხოვრებელი ფართი, შესაბამისი პირობებით. 8 ოჯახმა თანხმობა განაცხადა, ხოლო სამი აპროტესტებს და მოითხოვს დამატებით მიწის ნაკვეთის დაკანონებას. ჩვენ დღეს შევხვდით მათ და საცხოვრებელის გარდა დამატებითი ფართის გადაცემაც შევთავაზეთ“-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.