საია-ს იურისტი მწვანე სკოლის მიერ შსს-სთვის გადაცემულ მასალებზე: რაღაც უკანონობის ნიშნები არის და გამოძიება დაადგენს არის, თუ არა უკანონოდ მოპოვებული შსს-სთვის გადაცემული მასალა
საია-ს იურისტი მწვანე სკოლის მიერ შსს-სთვის გადაცემულ მასალებზე საუბრობს, როგორც რევაზ აჭარაძემ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა არასრულწლოვანის საქმეში უკანონობის ნიშნები ჩანს.
იურისტმა აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს არის, თუ არა უკანონოდ მოპოვებული შსს-სთვის გადაცემული მასალა.
“გადაგზავნის ნაწილი არ ვიცი. ვინ გაუგზავნა შსს სქრინები ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაღაც უკანონობის ნიშნები არის და გამოძიება დაადგენს მართლაც არის, თუ არა უკანონოდ მოპოვებული შშს-თვის გადაგზავნილი მასალა. სკოლას ან ნებისმიერ პირს შსს-სთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ინფორმაციის გაგზავა, თუ მაგალითად, ჩვენ მიმოწერას ნებაყოფლობით მივცემთ, მაგრამ მიმოწერის მიცემა, თუ მაიძილეს ან ჩემი ნება შებოჭილია, ამ შემთხვევაში დანაშაულია. შეიძლება სკოლას დაეწყო შიდა გამოძიება, მაგრამ გამომძიებელი ამას ვერ ჩადებს საქმეში. თავიდან უნდა ჩატარდეს გამოძიება”, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.