ვოლსკი: ძალადობრივი სისტემა დიდი ხანია დაინგრა
“პატარა ბავშვებისადმი, მცირე წლოვნებისადმი ძალადობის სისტემა დიდი ხანია დაინგრა”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე საუბარი ნაადრევია.
“პატარა ბავშვებისადმი, მცირე წლოვნებისადმი ძალადობის სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამაზე აშენდა საკმაოდ ეფექტური საკანონმდებლო ბაზა და სტრქუტურა.კონკრეტულ პოლიციელთან დაკავშირებით, რასაკვირველია უნდა მოვიკითხოთ ვინ დაუშვა ის რომ ბრალდებული პოლიცელი კვლავ იყო ოფისში, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ბიჭმა 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.