“ბოდიში ლუკა ვერ დაგიცავით” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს
“ბოდიში ლუკა ვერ დაგიცავით” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით – “ლუკა ბოდიში ვერ დაგიცავით” – “სისტემა კლავს.”
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს და აცხადებენ, რომ აუცილებელია დამნაშავე პირების დასჯა. გარდა ამისა, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სიმბოლურად შავი ლენტები გააკრეს.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები და ის დედები, რომელთა შვილებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დააკავეს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.