15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ბათუმში ახალგაზრდებმა აქცია-მსვლელობა გამართეს
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბათუმში ახალგაზრდებმა აქცია-მსვლელობა გამართეს და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.მათი თქმით, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე სისტემამ შეიწირა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, დროულად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
ახალგაზრდები ბათუმის ქუჩებში მსვლელობის გაგრძელებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.