ლაშა დარსალია: საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხშირად არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან შესაბამისი კომუნიკაცია გრძელდება.

“ჩვენ მუდმივად მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, მივაწოდოთ მათ რეგულარული ინფორმაციები. ხშირად არის, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაზუსტია, ან არ არის სათანადოდ ინტერპრეტირებული. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან,” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კიზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები