თელავში საახალწლო ბაზრობა “ტკბილი ფესტივალი”გაიმართა
თელავში საახალწლო ბაზრობა “ტკბილი ფესტივალი”გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალურ მოედანზე მეწარმეთა ნამუშევრების და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების ხელნაკეთ ნაძვის ხეები ენახათ.
საახალწლო ბაზრობა საქველმოქმედო ხასიათს იყო. გაყიდული ნაწარმიდან შემოსული თანხით, წინა საახალწლოდ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაეხმარებიან.
“დღევანდელ ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, ის შემოწირულობები,რომელიც საქველმოქმედო გამოფენებიდან შემოვიდა,ისევ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხმარდება”,- აღნიშნა კულტურის სამსახურის უფროსმა,ფიქრია ყურშიტაშვილმა.
“ტკბილი ფესტივალი” თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია “ელიტ ივენთის” ორგანიზებით ჩატარდა.