ლევან ხაბეიშვილი: შვილმა და ცოლმა უარყო ერეკლე კუხიანიძე, “ქართულმა ოცნებამ” ვერა

“თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის “ქართული ოცნების” დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადებები, რომელიც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით გაავრცელა მიუღებელია.

ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს.

“ბრძოლას გავაგრძელებთ. როგორ შეიძლება ასეთი რამ შერჩეს ხელისუფლებას. ვინც ვაპროტესტებთ, ისინი გარეთ უნდა გამოგვაგდონ პოლიციამ, ძალის გამოყენებით და ვინც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ტყვეა, წიხლს მიაყოლებს, ის თურმე საკრებულოში უნდა იჯდეს. შვილს აღარ უნდა კუხიანიძე, მამა არ უნდა საკუთარ შვილს, შვილმა და ცოლმა უარყვეს, “ქართულ ოცნებას” ვერ უარვყოფინეთ. მაინც თანამდებობაზე უნდა იყოს, საკრებულოში უნდა იყოს, ასეთი არაფერი გამიგია. შემდეგი გაჩერება იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, სადაც აუცილებლად დაიდგმება კარავი, როგორც კუხიანიძის კაბინეტში, და დაიდგმება ყველა დეპუტატის ოთახში, ეს ბრძოლა არ გაჩერდება,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები