შაფთაი ცური ბიძინა ივანიშვილს: დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, მსოფლიოს ქართველი ებრაელების სახელით, რომელთაც თქვენ ეხმარებით

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ისრაელის ელჩს, შაფთაი ცურის უმასპინძლა, რომელიც როგორც ელჩი, საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს.

შაფთაი ცურიმ ბიძინა ივანიშვილს ისრაელის სახელმწიფოს სახელით მადლობა გადაუხადა და უსურვა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ ტერიტორიები დაიბრუნოს და გაერთიანდეს.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, თავის ოჯახთან ერთად მომიწვია. ბატონ ბიძინას რამდენიმე წელია ვიცნობ, ვაფასებ მის წარსულს, აწმყოს და მომავალს. დავლოცავ საქართველოს! პირველ რიგში, რომ ევროპაში სულ მალე შესულიყოს და მეორე, დავლოცავ, რომ დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ოცნება, როგორც ისრაელის სახელმწიფო ოცნებობს და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. მომავალ კვირაში ჩვენი დღესასწაულია, ხანუკა. ხანუკაში ხდება სასწაულები. დაგლოცავ ბატონო ბიძინა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო გაერთიანებულიყოს, წინ წასულიყოს. დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, ჩვენი საელჩოს სახელით და მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელობის სახელით, რომელსაც თქვენ აქ ეხმარებით, დაეხმარეთ სინაგოგებში, აღადგინეთ მუზეუმი. თქვენ პატრიოტი ხართ ისრაელის სახელმწიფოსთვის, ამიტომ თავი ვალდებულად მივიჩნიე, რათა მოვსულიყავი ოფიციალურად, ჩემი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა მადლობა მოგახსენოთ თქვენ პირადად, მთელს სახელმწიფოს და თქვენს ოჯახს“, – განაცხადა შაფთაი ცურიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები