“ბავშვთა მიმართ ძალადობის” თემაზე შიდა ქართლის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინიტროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ფონდი HumanDoc და არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი”-ს ინიციატივით, შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის, თემაზე “ბავშვთა მიმართ ძალადობა” ტრენინგი ჩატარდა.

“ტრენინგი იყო უპრეცედენტო, ვინაიდან ტრენერები იყვნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი თეა გალახვარიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი მანანა ჯინჭარაძე და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, 2018 წლის მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი, ლადო აფხაზავა. აღნიშნული ტრენინგის ანალოგი საქართველოში ამ დრომდე არ ჩატარებულა“,-  განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები