28 წლის მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები რობერტ ნაცვლიშვილი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ნაპოვნია.

28 წლის მამაკაცი 12 დეკემბერს , ღამით გავიდა სახლიდან და მასზე სამძებრო სამუშაოები 15 დეკემბრამდე , ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ,რომ მამაკაცი ახლომდებარე მონასტერში იმყოფებოდა,რაც არ გამართლდა.

როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია,რობერტ ნაცვლიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდა და მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა.

მატნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის,დათო მამუკელაშვილის ინფორმაციით,მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ახმეტაში, დის ოჯახში იმყოფებოდა და სახლში თვითონ დაბრუნდა.

“დის ოჯახში ყოფილა ეს 2- 3დღე და ოჯახში უვნებელი, თავისი ფეხით დაბრუნდა“, -აღნიშნა მამუკელაშვილმა.

28 წლის ახალგაზრდის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები