მუხრან კაკაბაძე​: სოფელ ხუცუბანში გზის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სოფლად მცხოვრებთათვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს. მოსახლეობას დისკომფორტი განსაკუთრებით უამინდობის დროს ექმნებათ, რადგან სავალი გზები იტბორება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება.

ხუცუბნის მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ ქობულეთის თითქმის ყველა სოფელში ახალი გზა დაიგო და მათი თხოვნაა ხელისუფლებამ მათი პრობლემაც დროულად მოაგვაროს.

სოფელ ხუცუბანში გზის ინფრასტრუქტურის გარდა, მოსახლეობა სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.

სასმელ წყალთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ აღნიშულ სოფელში წყლის დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირებულა, ხოლო მოსახლეობის მომართვიანობის შემთხვევაში წყლის ხარისხს შეისწავლიან. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2020 წელსაა გათვალისწინებული.

“2020 წლისთვის ხუცუბნის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის სიგრძე დაახლოებით 1,8 კმ იქნება. ამასთან, არ არის გამორიცხული ამ მანძილს დაემატოს კიდევ რამდენიმე კილომეტრი და გაცილებით დიდი ტერიტორია იქნეს რეაბილიტირებული“,- განაცხადა მუხრან კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები