დიმიტრი პესკოვი: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევამდე შორს არიან
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევამდე შორს არიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“პუტინმა და ზელენსკიმ დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ტერმინოლოგიებს იყენებენ“ ,- განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი პირისპირ 15 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ, მათ ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა შეუშალა, რომელიც ითხოვდა, საუბარი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გაგრძელებულიყო.
ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პარიზში, სამ წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, 9 დეკემბერს შედგა.