გიორგი ლომია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვითხოვთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა უცვლელია

0

“პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, მათი პოლიტიკური ძალა ოპოზიციური პარტიების მიერ გადამუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს არ ემხრობა.

გიორგი ლომიამ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით მოლაპარაკებების მესამე შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მოთხოვნა, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უცვლელია.

“პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა უცვლელი რჩება. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მრავალმანდატიანი ოლქი ეს არის პრინციპში ის სისტემა, რომელიც არ უარყოფს მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც უკვე არსებობს, უბრალოდ ცოტათი ცვლის. ოპოზიციის მოთხოვნა თავიდანვე იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ჩვენ უცვლელ პოზიციაზე ვრჩებით. დღესაც ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა ლომიამ.

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღეს მესამე შეხვედრა იმართება.

კომენტარები

კომენტარი