პატრიარქმა ფილარეტმა ირაკლი როგავას უკრაინის სიყვარულისთვის და თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) საპატიო პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ფილარეტმა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გამართა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველს, “სუამ”-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს ირაკლი როგავას, რომელიც უკრაინაში ორწლიან საქმიანობას ასრულებს, უკრაინის სიყვარულისთვის და თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ელჩის რანგის ქართველ დიპლომატს აღნიშნული ჯილდო გადაეცა.
პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ საქართველო მოძმე ერია და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა.დ
აჯილდოვების ცერემონიაზე რამდენიმე დეპუტატი, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, გერმანიის და ლატვიის საპატიო ელჩები და ბიზნეს კლუბის პრეზიდენტიც დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები