ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისგან განსხვავებით, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს,

“ოპოზიციისგან განსხვავებით, გახსოვთ გიგა ბოკერიას განცხადება, რომელიც მას დაავადებულ ინსტიტუტს უწოდებს, ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
​ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანურად ერგება საქართველოს და რაიმე მიღწევაზე საუბარი არ არის.
„ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის რუსეთის გავლენის პრობლემა, ეს არის ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები