საქართველოს მწვანეთა პარტია: მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯონ პარლამენტში მომხადრი დანაშაულის ყველა მონაწილე

“საქართველოს მწვანეთა პარტია” 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს ტოქსიკური ნივთიერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯონ პარლამენტში მომხადრი დანაშაულის ყველა მონაწილე! 2019 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს ტოქსიკური ნივთიერების გავრცელების შედეგად მძიმედ დაშავდა მოსამსახურე პერსონალი და პარლამენტის წევრები! საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცენდენტო დანაშაულებრივი აქტი აშკარად ტერორისტულ მიზნებს ისახავდა, რადგან, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლი 323-ს მიხედვით – „ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება“ (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე; ხოლო ქმედების ჩადენის მუქარა − ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე)

შეგახსენებთ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და პარლამენტი უმთავრესი სახელისუფლებო ორგანოა!!
ამ წლის განმავლობაში ეს კი უკვე მასზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა, მისი პარალიზების ან ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, რომელთაც როგორც ჩანს ერთი ავტორი ყავს!

გამომდინარე აქედან, მოვითხოვთ!
სასწრაფოდ იქნან იდენტიფიცირებლი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტოქსიკური ნივთიერების, როგორც გამავრცელებლები ასევე ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დაისაჯონ უმკაცრესად!”, – ნათქვამია “საქართველოს მწვანეთა პარტიის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები