ბათუმში გარემოვაჭრეები საახალწლო ბაზრობის გასამართად ნებართვას ითხოვენ

ბათუმში გარემოვაჭრები, ახალი წლის დღეებში, საახალწლო ბაზრობის გასამართად ნებართვას ითხოვენ.

ისინი აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს სთხოვენ ნებართვის მისაღებად მერთან უშუამდგომლოს.

აქციის მონაწილეების თქმით, მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე პასუხს არ მიიღებენ. აქციის დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე იმყოფება ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები