„ამ ადამიანების აქტივობა პოზიტიურია“ – დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის ოპონენტთა მიერ რუსთაველზე კარვების გაშლაზე საუბრობს
ვფიქრობ, ამ ადამიანების აქტივობა არ არის ნეგატიური, პოზიტიურია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დაფუძნების დღიდან დღემდე კანონის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ მოძრაობა “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წევრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ოპოზიციის ოპონენტები არიან და რუსთაველზე კარავი გაშალეს.
დავით ლორთქიფანიძე აღნიშნული ორგანიზაციის მხარდამჭერია.
„ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ შექმნეს შვილმოკლულმა მშობლებმა, 7 ოჯახი შეიკრიბა: სოსო რობაქიძე, ჯამბულ გამცემლიძე, გურამ გირგვლიანი, გოგი ენუქიძე, თორნიკე მოლაშვილი, მანანა ვაზაგაშვილი, ლია კრიალაშვილი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაზე დიდი დანაკლისი და სიმწარე განიცადეს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მათ დღეს დაინახეს საშიშროება იმისა, რომ შენიღბულად, თუ ღიად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მაქსიმალურად დაძაბული ფონი შემოიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში და აწყობს სხვადასხვა პროვოკაციას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები, შეიძლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. მე როგორც ამ ბატონებმა და ქალბატონებმა ამიხსენეს, ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმისათვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია. მე ვარ მათი მხარდამჭერი. თუ ჩემი პოლიტიკური წონა, ავტორიტეტი დაეხმარება ამ ორგანიზაციას, რომ რაღაც კრიტიკულ მომენტში ვიყო თუნდაც მედიატორი მხარეებს შორის, მზად ვარ, ამაში ჩავერთო. რაც შეეხება კარვების თემას, ვფიქრობ, ახალგაზრდების გადაწყვეტილება, გაეშალათ კარვები, არ ეწინააღმდეგება კანონდმებლობას. მე ვიცი მათი განწყობა, რომ ისინი არ არისნ აგრსულად განწყობილნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ არიან არაერთი თვეა და ისინიც სამართალს ეძებენ. ვფიქრობ, ამ ადამიანების აქტივობა არ არის ნეგატიური, პოზიტიურია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დაფუძნების დღიდან დღემდე კანონის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებიათ.
როგორც ავღნიშნე, მე ვარ მხარდამჭერი, ისევე როგორც ვფიქრობ ათი ათასობით ქართველია მათი მხარდამჭერი, უბრალოდ არ არის ამის საჭიროება, თორემ ბევრი ადამიანი მივა მათთან და დაუდგებიან გევრდით. ეს დღეს ვფქირობ, საჭირო არაა. შეიძლება , ეს დესტრუქციულმა ძალებმა სიტუაციის დასაძაბად გამოიყენონ .
რას აპირებენ? აპირებენ, რომ მაქსიმალურად სიმშვიდით, მხილებით მოუწოდონ მათ შორის ხელისუფლბასაც რაც შეიძლება სწრაფად იყოს აღდგენილი სამართალი , რაც შეიძლება მალე იყვნენ დამნაშავეები დასჯილები”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ორგანიზაციას ამ დროისთვის რუსთაველზე 3 კარავი აქვს გაშლილი. გაშლილ კარავებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის პლაკატებია გაკრული. ორგანიზაციის წევრთა თქმით, ეს ადამიანები არიან “სისხლიანი რეჟიმის” სიმბოლოები.