ბაღდათში “დანერგე მომავლის” ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის ნერგები გადაეცათ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, პროექტ “დანერგე მომავლის” მონაწილე ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის ნერგები გადაეცათ.
აღნიშნულ პროექტში ვარციხიდან 22 ბენეფიციარი მონაწილეობს, აქედან 14 ლურჯი მოცვის კულტურას, ხოლო 8 ჟოლოს გააშენებს. ამ ეტაპზე ვარციხეში 13 500 ძირი ლურჯი მოცვი 10 ჰეკტარზე გაშენდება.
კენკროვანი კულტურის გაშენება ბაღდათის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროექტ “დანერგე მომავალი”-ს ფარგელბში ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგებს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვადასხვა მასალის შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-ით დაფინანსებას, 0.15ჰა-დან-0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე.