იურიდიულ კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო 

საქართველოს პარლამენტoს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოიკითხა თუ არა მომხდრთან დაკავშირებით ვინმე. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე დამატებით ინფორმაციას 13 დეკემბერს გაავრცელებენ.

ცნობისთვის, პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები