გიორგი ვოლსკი: ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა შეაფასა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ბრალდებულია, რეგლამენტის მიხედვით უფლებამოსილება უწყდება.

“ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა, ასე რომ მისი აქტივობები არაფერ შუაში არ არის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ადამიანი ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება,” – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.

​ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი “ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

მას სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამასთანავე მას, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები