დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.

​სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

​ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი “ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

მას სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამასთანავე მას, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები