“აღნიშნული ვეტერინალური დანიშნულების პრეპარატი აკრძალულია მრავალ ქვეყანაში, გამოირჩევა ალერგიულობით”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტპრეპარატების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჩიკვაიძე, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელიც მათივე განცხადებით, დღეს, პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დააქციეს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება გამოირჩევა ალერგიულობით, მძაფრი სუნით და დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით.

“თუ ეს იყო “ACD ფრაქცია 2” ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი! უმეტეს ქვეყნებში აკრძალული, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეც სამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის, მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება, გამოირჩევა ჰიპერ ალერგიულობით, მძაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც, მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. ასევე, ექიმბაშები იყენებენ მას როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ! ამას ვწერ როგორც ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთი შემქმნელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული, ვეტპრეპარატების რეგისტაციის სამართველოსი! და პასუხს ვაგებ თითოეულ აქ მოყვანილ ფაქტზე! დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის ექიმებს და ჰკითხოთ “ACD” – ს გვერდით მოვლენებზე და ჰიპერალერგიულობაზე! არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც წვიმასავით მოასხეს პარლამენტში?!”-წერს გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი შემადგენლობის ნივთიერება დაასხეს, რაზეც პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეწყდა სხდომაც. ​მომხდარის გამო, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, მას სუნებზე რეაქცია აქვს. ​დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები