დეპუტატები, რომან გოცირიძე და დაჩი ბერია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დაჩი ბერია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ქართული ოცნების” წევრმა დაჩი ბერაიამ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.
“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. პარლამენტი არ არის ის შენობა, სადაც მუდმივი დაპირისპირებები და ხელჩართული ჩხუბები უნდა ხდებოდეს. საზოგადოება დაიღალა ამის ყურებით. რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. სანამ რამეს იტყვის უნდა დაფიქრდეს. შეურაცხყოფა მომაყენა და ამას მოჰყვა ყველაფერი”,- განაცხადა ბერაიამ.