გერმანელი დეპუტატი: მოსკოვს ხანგოშვილის გადაცემასთან დაკავშირებით, ბერლინისთვის არ მიუმართავს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნორბერტ რეტგენის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებისთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ბერლინს ზელიმხან ხანგოშვილის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მიმართა.

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინი მოსკოვს საქმის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ ისევ მოუწოდებს.

9 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე და ბერლინიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, ხანგოშვილი, მოსკოვის მეტროში ტერაქტების ორგანიზატორია და რუსეთს არაერთხელ მიუმართავს გერმანიისთვის ხანგოშვილის რუსეთისთვის გადაცემის თხოვნით, მაგრამ ბერლინში „მოსკოვს ვერ გაუგეს“.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბრის გერმანიის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას სარკისებრ უპასუხა, და რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა, რომლებმაც ქვეყანა ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები