საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები