მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში, მეჯინისწყლისა და ხახულის მდინარეებზე, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ, მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარეების გაფართოების და გაღრმავების მიზნით, სპეცტექნიკით შლამის ამოღება ხდება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დატბორვისა და სანიაღვრე წყლების გამტარუნარიანობის პრობლემას მოუხსნის.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნენ.
“გასულ პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეჯინისწყალში და ხახულში მთებიდან დიდი რაოდენობით შლამის შეტანა მოხდა. მდინარეების კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები გამტარუნარიანობის აღდგენას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”,- განაცხადა მარიკა გვიანიძემ.