თელავში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს
საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, თელავში , იუსტიციის სახლის წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
იუსტიციის სახლთან მიწვეულ საზოგადოებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა,შოთა ნარეკლიშვილმა სიტყვით მიმართა და ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ევროსაბჭოს წევრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ემსახურება ადამიანის უფლებებს და ზოგადად ქვეყნის განვითარებას,რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.