მამუკა მდინარაძე: უნდა მივიღოთ შედეგი, რომელიც უზენაესი სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს
უნდა მივიღოთ შედეგი, რომელიც უზენაესი სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნაა.
“მათი საბოლოო მიზანია და ამის თქმას არც ერიდებიან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უნდა ჩავარდეს ეს ნიშნავს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს სისტემა მთლიანად უნდა ჩამოიშალოს და უნდა გაჩერდეს. ეს რას ნიშნავს, საზოგადოების თითოეული წევრი მიხვდება. ეს არის საბოტაჟი ქვეყნის, ხალხის, სასამართლოს წინააღმდეგ. უნდა მივიღოთ შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს”, – განაცხადა მდინარაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში ხვალ გაიმართება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.