ოზურგეთში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

გურიის მხარის გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას თქმით, ევროპა ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა ქვეყნისთვის.

“ოზურგეთი და ზოგადად გურია, უერთდება კვირეულს, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ის პრიორიტეტები, რაც ქვეყანამ დასახა და ამ ექვსი თვის განმავლობაში წარადგენს ევროსაბჭოში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე გარემოს დაცვისა და იმ ფასეულობებზე, რომელიც დღეს ევროპას გააჩნია. ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის მიზანი და სწრაფვა უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა, ვინაიდან ეს არის გარანტი სამომავლოდ ქვეყნის კეთილდღეობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“,- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ღონისძიება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები