გიორგი ვოლსკი: დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონით და რეგლამენტითაა განსაზღვრული

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით.

მისივე თქმით, კანონთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია.

“დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ მას უწყდება უფლებამოსილება. ჩემი ადამიანური პოზიცია, როგორც პარლამენტის წევრის და მის გარეშე ლოიალურია ყველა ადამიანის მიმართ, ვინც შეცდა და დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩემი პირადი ადამიანური დამოკიდებულებები და ჩემნაირი ძალიან ბევრია, მოარყევს სახელმწიფო სისტემას, თუ კანონთან შესაბამისობა არ გვექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები