პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინეს

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობის მომართვა გვაქვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე წარდგენისა და დარეგისტრირების შემდეგ, საკითხი კენჭსაყრელ საკითხებს დაემატება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საქართველოს პარლამენტი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები