ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები

სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია მასთან არიან თუ არა, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, ვინც ახლა მახსენდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკადრებლის კადრების შედეგს ხალხი დაინახავს.

“მიშა სააკაშვილი 2-ჯერ ხელისფლებაში და 2-ჯერ ოპოზიციაში იყო. არასდროს არ ყოფილა ერთი წუთიც კი, როდესაც მისი ოპონენტი არ ყოფილიყო, მისი თქმით, პრორუსი. ერთი და იგივე პერსონაჟები თუ იყვნენ მასთან, იყვნენ პროდასავლელები – ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, უცებ ვინც ჩამოვთვალე. ეს ხალხი რამდენჯერმე იყო მასთან და რამდენჯერმე მის წინააღმდეგ. როცა აღნიშნული ადამიანები იყვნენ სააკაშვილთან – იყვნენ პროდასავლელები, ხოლო როცა უპირისპირდებოდნენ მას, ხდებოდნენ პრორუსები. სააკაშვილი, საქართველოში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორ ირაკლი ოქრუაშვილთან და ვალერი გელბახიანთან ერთად, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვის, ამ პროპაგანდის ბრწყინვალებაა. სიდუხჭირე თუ უბედურება? უკადრებელის კადრება რა არის, ყველაფერს რომ ვიკადრებთ, შედეგი რა არის? ამას ხალხი ვერ ხედავს? – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები