“პარლამენტის წინ, მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების თვალწინ, სანამ ავტომატებს არ დააცლიან ზედ ერთმანეთს, მანამდე უნდა ვუცქიროთ და ველოდოთ “სიტყვის თავისუფლების ზეიმს”?
თბილისის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ, მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების თვალწინ, სანამ ავტომატებს არ დააცლიან ზედ ერთმანეთს, მანამდე უნდა ვუცქიროთ და ველოდოთ “სიტყვის თავისუფლების ზეიმს”?,- ასე გამოეხმაურა ურბანისტი მამუკა სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს, სადაც ორმა მამაკაცმა ადგილზე შეკრებილ რამდენიმე ადამიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“თბილისის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ, მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების თვალწინ, სანამ ავტომატებს არ დააცლიან ზედ ერთმანეთს, მანამდე უნდა ვუცქიროთ და ველოდოთ “სიტყვის თავისუფლების ზეიმს”? ოღონდ არავინ თქვას, რომ ავტომატებს ჩვენთან, პარლამენტის წინ, თბილისის მთავარ გამზირზე, მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრების თვალწინ, არავინ “აღმართავს თანამოძმეზე”. თუ დავალება იქნება, აღმართავს კი არა … მოარიდეთ ეს ხალხიც რამე უბედურებას და იქ გამვლელი მოქალაქეებიც”,- წერს სალუქვაძე.
პარლამენტის შენობის წინ მომხდარი დაპირისპირება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს, მათ აგრესიულად განწყობილი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” კარვებია გაშლილი.