რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50,0 მლნ ლარით გაიზარდა
2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50,0 მლნ ლარით გაიზარდა და 350 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, 21 მლნ ლარით გაიზარდა იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც და 224.0 მლნ ლარს შეადგენს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი – მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.