2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

“2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება”, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.
​მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება გაზრდილია 5,3 მლნ ლარით.
მინისტრის განცხადებით, ​ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები