თამარ ხულორდავა: პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება და უნდობლობა ნამდვილად არ არის ქვეყნისთვის კარგი
დღეს, შეიძლება ხელისუფლებას კიდეც ხელს აძლევს ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები იმედგაცრუებულები არიან პოლიტიკით და პოლიტიკოსებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უფრო სამართლიანი, ვიდრე დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა.
“პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უფრო სამართლიანი, ვიდრე დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა. პროპორციული სისტემა უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნებოდა სრული თავისუფლება, მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე მიეღო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეკომპლექტებინა მნიშვნელოვანი ორგანოები, აერჩია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის მაკონტროლებელი ორგანოების ხელმძღვანელები.
დღეს, შეიძლება ხელისუფლებას კიდეც ხელს აძლევს ის, რომ სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები იმედგაცრუებულები არიან პოლიტიკით, პოლიტიკოსებით, მაგრამ ეს იმედგაცრუება ნამდვილად არ აისახება დადებითად ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, სტაბილურ განვითარებაზე. პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება და სრული უნდობლობა ნამდვილად არ არის ქვეყნისთვის კარგი და მმართველ გუნდს აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს პროცესები ნორმალიზაციისკენ წავიდეს”,- განაცხადა ხულორდავამ.