კახა კალაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გასათავისუფლებლად ყველა პლატფორმა გამოყენებულია
“ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა პლატფორმა გამოყენებულია იმისათვის, რომ რაც სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება”, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.