ქუთაისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა და სასმელები, ასევე, ჩამსხვრეულია მაღაზიის მინები.

ობიექტი დაცვაზე იყო აყვანილი და სათვალთვალო კამერაც იყო დამონტაჟებული. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს სისხლის სამართლი კოდექსით 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები