კარლ ჰარცელი: მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას “Twitter”-ზე ეხმაურება. მისი თქმით, პროგრესი ეტაპობრივად მიიღწევა.
“მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს. პროგრესი ეტაპობრივად მიიღწევა“, – წერს ჰარცელი.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს გამართული შეხვედრისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.