თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ანკარა ევროპისა და ნატოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

თურქეთი ნატოს გაცილებით ავტორიტეტულს და ძლიერს ხდის. ვერავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ ალიანსში ანკარას როლს, – განაცხადა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა.

„თურქეთის სამხრეთის საზღვარი ნატოს მნიშვნელოვან ფლანგს წარმოადგენს. ამიტომ, თურქეთი სამხრეთის საზღვრის დაცვით, ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თურქეთი კი, ნატოში მისი ინტერესების უზრუნველყოფას ითხოვს. ჩვენი მოთხოვნები არ არის რადიკალური, ისინი სავსებით მისაღებია და ანკარა მათზე უარს არ იტყვის“, – განაცხადა აქარმა.

გარა ამისა, აქარის თქმით, თურქეთის სამხედროების მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ათვისება აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები