დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყნის მართვის ბერკეტებს უპასუხისმგებლო პარტიებს ვერ ჩავაბარებთ, ოკუპანტი ელის, რომ საქართველო სუსტი იყოს და არასტაბილური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია ძლიერ მთავრობას ვერ შექმნის, ოკუპანტი კი ელის, რომ საქართველო სუსტი და არასტაბილური იყოს.

მისივე თქმით, გუნდის დაზიანებაზე უფრო დიდი პრობლემა ქვეყნის დაზიანებაა.

“ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ. გუნდის დაზიანებაზე უფრო დიდი პრობლემა ქვეყნის დაზიანებაა. გაეცანით საერთაშორისო გამოცდილებას: იტალია დაუბრუნდა ძველ სისტემას, მოლდოვაში ხუთ-ექვს თვეში ჩამოიშალა მთავრობა, ჩვენ გვაქვს მსგავსი პროცესების ფუფუნება? საქართველო, რომელიც ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ველზეა, ვერ გაუძლებს რყევებს. ოპოზიციას მხოლოდ სურვილი აქვს დროზე შემოაღოს პარლამენტის კარი, რეალურად პარტიები ზღურბლზევე აირევიან და ვერ შექმნიან ძლიერ მთავრობას. ეს ხომ ჩვენ მტერს უნდა. ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური. ეს გავაკეთოთ მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტში შემოვიდნენ? პოლიტიკოსები, მათი შვილები, დები, ძმები და ასე შემდეგ. პარტიულმა ლიდერებმა კი ფული აკეთონ სიების წერაში. არა, სიას დაწერს ხალხი, რომელიც თითოეულ წარმომადგენელს ამოიცნობს პოლიტიკურ სცენაზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები