პრემიერი: ვიმედოვნებ, მალე შეგვეძლება, ვაჟა გაფრინდაშვილის მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მალე მივულოცავთ ერთმანეთს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მისივე თქმით, ამ პრობლემაზე ყველა უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად მოქმედებს.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მთავრობა, შესაბამისი ყველა უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთობლივად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს უახლოეს, პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები