ძველებური კარის ხიბლი – ფოტორეპორტაჟი ახალციხიდან

ზოგი მოჩუქურთმებულია, საღებავ ამძვრალი, მზისგან გახუნებული, ზოგს თანამედროვეობის ორნამენტები აქვს დამატებული, ზოგიც საზოგადოებას იმას მიანიშნებს, რომ ამ სახლში არავინ ცხოვრობს.

ახალციხის ბევრ ქუჩას ძველებური ხის კარები ამშვენებს. რუსთაველი, იაძე, მანველიშვილი,კოსტავას ქუჩა, ეს იმ ქუჩების მცირე ჩამონათვალია, სადაც გზაზე სიარულისას, თქვენს მზერას წარსულის გადმონაშთი სახლის “მცველი” მიიპყრობს.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სიძველის ნიშნები ქალაქს არ უნდა ემჩნეოდეს, ნაწილისთვის კი სახლის კარია, ის რაც მათ წინაპრებზე მიანიშნებს.

 

ფოტოების ავტორი: ია ფრანგიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები