გიორგი გახარია: UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ბათუმში მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა. მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შიდა და გარე პერიმეტრი ერთდროულად წესრიგდება.
2020 წლის გაზაფხულზე ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექბება.
,,სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობას შეძლებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალქის განვითარებისთვის, არამედ არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბათუმში სტადიონი პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა