კარლ ჰარცელი: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არსებული მწვავე ვითარების ნაწილია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება განცალკევებული შემთხვევა არ არის და ეს არსებული მწვავე ვითარების ნაწილია. მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს ამ პრობლების მოგვარება, რადგან ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების საკითხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
​„ევროკავშირი სხვადასხვა აქტორების საშუალებით საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო დაკავების საქმეში. სამწუხაროდ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა, ეს მწვავე ვითარების ნაწილია. ვითარების, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ვხედავთ. ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამის მოგვარება, რადგან ეს ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების საკითხზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – განაცხადა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები